საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა კანადის საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან

2.03.2018 კანადა- საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ შეხვედრა გამართა კანადის საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, საპარლამენტო მდივანთან, პამელა გოლდსმით-ჯონსთან.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სტეფანი ბეკი. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველო-კანადას შორის ინვესტიციების ორმხრივი დაცვის შეთანხმებაზე.  საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის  მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივებს. აღინიშნა რომ, ბოლო პერიოდში საქართველოსა და კანადას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გააქტიურდა, რისი დასტურიც არის კანადის წარმომადგენლების გახშირებული ვიზიტები საქართველოში და აპრილის თვეში დაგეგმილი კანადა-საქართველოს ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები. პამელა გოლდსმით-ჯონსმა საქართველოს ელჩს გადასცა კანადის მთავრობის დადგენილება, საქართველოსთან ინვესტიციების დაცვის შეთანხმებაზე ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.