საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა რუმინეთის ვიცე პრემიერ-მინისტრთან

6.03.2018 რუმინეთი- საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა შეხვედრა გამართა რუმინეთის ვიცე პრემიერ-მინისტრთან სტრატეგიული პარტნიორობის იმპლემენტაციის საკითხებში ანა ბირჩალთან. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. ვიცე პრემიერ- მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების მნიშვნელობა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. მისი განცხადებით, რუმინეთი ყოველთვის მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს და მისწრაფებებს.