საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა თურქეთის რელიგიის საკითხთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან

9.10.2019 თურქეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რელიგიის საკითხთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან,  ალი ერბაშთან, სადაც განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის თანმშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები.
 
ზემოაღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩი ასევე შეხვდა თურქეთის რელიგიის საკითხთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, სელიმ არგუნს, რომელიც ახლო მომავალში სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვევა.