საქართველოს ელჩმა თავდაცვის აკადემიის პედაგოგებს დიპლომები გადასცა

14.12.2018 კანადა- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე გატინოს სამხედრო კოლეჯს ეწვია.
 
კონსტანტინე ქავთარაძემ საქართველოს თავდაცვის აკადემიის პედაგოგებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კანადის სამხედრო წვრთნისა და თანამშრომლობის პროგრამით (MTCP) გათვალისწინებული ინგლისური ენის სპეციალური კურსი, დიპლომები გადასცა.
საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა სამხედრო კოლეჯის ხელმძღვანელობასა და პედაგოგებს ქართველი კურსანტების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის.​
 
აღსანიშნავია, რომ კანადა საქართველოს ეხმარება სამხედრო სპეციფიკის ინგლისური ენის სპეციალისტების მოზადებაში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქართველი სამხედროების მიერ უცხო ენის ცოდნის დონის ამაღლებას.