საქართველოს ელჩმა ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

9.11.2018 ქ. თბილისი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით სოლომონიამ (რეზიდენციით ქ. ბრაზილია), რწმუნებათა სიგელები გადასცა ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, პაოლა-მეი უიქსს.
 
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, ტრინიდადის და ტობაგოს  რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს ელჩ შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, როგორც ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ისე კარიბის ზღვის აუზის რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში.
 
ტრინიდადის და ტობაგოს  რესპუბლიკის პრეზიდენტმა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების აუცილებლობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს კულტურულ-ჰუმანიტარული განზომილებების შემდგომი განვითარების აუცილებლობაზე.
 
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების განმტკიცებასა და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე.
 
ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ახლადდანიშნულ ელჩს შემდგომ  საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, დავით სოლომონიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებისთვის.
 
ოფიციალურ ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები.