საქართველოს ელჩმა თურქმენეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

6.03.2019 ქ. აშხაბადი - ქ. აშხაბადში, თურქმენეთის პრეზიდენტის სასახლეში,  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მამუკა მურჯიკნელმა პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
 
ცერემონიის დასრულების შემდეგ  საქართველოს ელჩსა და პრეზიდენტს შორისხანმოკლე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ასევე ესწრებოდა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი.
 
საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს  სახელმწიფოთაშორისი დიალოგისა და ქართულ-თურქმენული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობა და ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო-სატრანზიტო და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას.
 
მამუკა მურჯიკნელმა მადლობა გადაუხადა თურქმენეთის პრეზიდენტს გულთბილი მიღებისათვის და აღნიშნა, რომ არ დაიშურებს ძალისხმევას ქართველ და თურქმენ ხალხს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების მიზნით.
 
თავის მხრივ, პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა წარმატებები უსურვა საქართველოს ელჩს მის მომავალ საქმიანობაში.
 
ასევე, 6 მარტს, თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მამუკა მურჯიკნელმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა ქართულ-თურქმენული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და ორმხრივი პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.