საქართველოს ელჩმა უფსალას უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა

17.04.2018 შვედეთი-  შვედეთში, უფსალას უნივერისტეტში,  საქართველოს ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. ღონისძიება, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების 100 წლისთავის აღსანიშნავი იუბილეს ფარგლებში, უფსალას უნივერსიტეტის მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევის ფორუმთან „Pax et Bellum“ თანამშრომლობით გაიმართა.

ლექციის ფარგლებში საქართველოს ელჩმა ისაუბრა ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, კონფლიქტების ისტორიულ და პოლიტიკურ მიზეზებზე.

აღსანიშნავია, რომ უფსალას უნივერსიტეტის მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევის დეპარტამენტი არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი მშვიდობის კვლევის საკითხებში.