საქართველოს ელჩმა უკრაინის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა

10.11.2019 უკრაინა - უკრაინაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის.

სიგელების გადაცემის ცერემონიალის შემდეგ გაიმართა ელჩის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უკრაინის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები, განსაკუთრებით სუამ-ის ფარგლებში, ევრო და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები.