საქართველოს ელჩმა ყაზახეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბაშიძემ პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს რწმუნებათა სიგელები გადასცა

2017 წლის 11 აპრილს, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს ელჩმა ზურაბ აბაშიძემ პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს  რწმუნებათა სიგელები გადასცა. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

თავის გამოსვლაში ნურსულთან ნაზარბაევმა ხაზი გაუსვა ყაზახეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ყაზახეთი დაინტერესებულია გაგრძელდეს ორ ქვეყანას შორის დიალოგი და თანამშრომლობა ყველა დონეზე.

ჩვენ დაინტერესებული ვართ თბილისთან შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელებაში ყველა სფეროში და ყველა დონეზე. დარწმუნებული ვარ, რომ . ასტანაში საქართველოს პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში საშუალება მოგვეცემა განვიხილოთ საკითხთა ფართო სპექტრი და დავსახოთ ახალი პერსპექტივები ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში-განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა  ზურაბ აბაშიძემ, აღნიშნა, რომ  ყაზახეთი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ელჩმა  მადლობა გადაუხადა ყაზახეთის პრეზიდენტს  აქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის,   საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მასმედიის წარმომადგენლებთან, სადაც ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.