საქართველოს ეროვნულ მუზეუმში „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალურ კოლექციასა და სხვადასხვა ენაზე პოემის თარგმანებს გამოფენენ

23.05.2017 თბილისი - ​2017 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართება გამოფენა რომელიც  შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გურამ ახალაიას უნიკალური კერძო კოლექცია, რომელიც მოიცავს 1712-წლიდან დღემდე „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილ გამოცემებს და 51 ენაზე პოემის უნიკალურ თარგმანს.

დამთვარიელებელს საშუალება ექნება იხილოს კოლექციის ყველაზე მნიშვნელოვანი ეგზემპლიარი - 1712 წლის „ვეფხისტყაოსნის“ ვახტანგისეული გამოცემა,  კოლექციაში ასევე  დაცულია ვეფხისტყაოსნის გამოცემები ლ. გუდიაშვილის, მ. ზიჩის, ი. თოიძის და სხვა ცნობილი მხატვრების ილუსტრაციებით, ასევე  პოემის  მე-18 საუკუნის დასაწყისისა და თანამედროვე პერიოდში შექმნილი ხელნაწერები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება პოემის უცხოური თარგმანები ცნობილი ადამიანების ხელმოწერებით.
 
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.