საქართველოს გენერალური კონსული დიუსელდორფის მერს შეხვდა

16.01.2020 გერმანია - საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ შეხვედრა გამართა ქ. დიუსელდორფის მერთან, ბატონ თომას გაიზელთან.

შეხვედრისას განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი. ორივე მხარის მიერ აღინიშნა მზადყოფნა ურთიერთობების და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს ქ. დიუსელდორფთან ქართული ქალაქების მიერ პარტნიორობის დამყარების შესაძლებლობა. გარდა ამისა, შეთანხმებულ იქნა ქ. დიუსელდორფში საქართველოსა და ქართული კულტურის წარმოჩენის მიზნით სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვის საკითხი.