საქართველოს გენერალური კონსული გერმანიის ფედერალური მიწის, ჰესენის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

24.06.2019 გერმანია- ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ლევან დიასამიძემ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური მიწის, ჰესენის პარლამენტის პრეზიდენტთან, ბატონ ბორის რაინთან.
 
შეხვედრისას განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობები და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და გერმანიის შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებას.
 
შეხვედრაზე გერმანულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
 
ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.