საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქ. მაინის ფრანკფურტში ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებს ქართული სახელმძღვანელოები გადასცა

19.08.2019 გერმანია- საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ . მაინის ფრანკფურტში ქართულსაკვირაო სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს საჩუქრად გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსსაკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამისფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები
 
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში დიასპორის საკითხების პრიორიტეტულობაზე. აღნიშნული ხელს უწყობს საზღვარგარეთ ქართული დიასპორის კავშირების გაძლიერებას სამშობლოსთან.
 

საკვირაო სკოლის პედაგოგები მაია შავლიაშვილი, ნინო ხალვაში-ვირთი და მზია წიკლაური ყოველ კვირა დღეს 30 ბავშვს უტარებენ ქართულ ენაზე გაკვეთილებს.