საქართველოს გენერალურმა კონსულმა შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური მიწის ჰესენის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და განსახლების მინისტრის მოადგილესთან

6.12.2019 გერმანია- . მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური მიწის ჰესენის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და განსახლების მინისტრის მოადგილესთან,  ფილიპ ნიმერმანთან.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატებები, გერმანია საქართველოს შორის მიმდინარე ურთიერთობები, ასევე საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემო და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.
 
დაიგეგმა 2020 წლისთვის კონკრეტული პროექტები, რაც დამეტიბით იმპულს შესძენს ორმხრივ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს.