საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

2019 წლის 1 მაისიდან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულების მიერ, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საფასურის გარეშე გაცემას, საგარეო საქმეთა სამინისტროს სურს განაცხადოს შემდეგი:
 
სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა, მაქსიმალურად ისარგებლონ გამოცხადებული აქციით, გაიზარდა საზღვარგარეთ საკონსულო სამსახურებში მოქალაქეთა მიღების საათები, ასევე რამდენიმე ქვეყანაში, მივლინებულ იქნენ სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლები, რომლებიც დახმარებას უწევენ საკონსულო სამსახურებს, მოქალაქეთა საკონსულო მომსახურებაში.
 
აღსანიშნავია, რომ აქციის მიმდინარეობისას, საზღვარგარეთ საკონსულო სამსახურებში იმატა მოქალაქეთა მიმართვებმა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს მოქალაქეთა დიდი კონცენტრაციაა.  საკონსულოებს, ყოველდღიურად უწევთ დაახლოებით 60-დან 80 მოქალაქის მომსახურება, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ჩვეულებრივ რეჟიმში გაწეული საკონსულო მომსახურების რაოდენობას. 
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ შექმნილი მდგომარეობა და იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი, ვერ ახერხებს მიმართოს საკონსულოს აქციის პერიოდში, მას, ასევე შეუძლია ისარგებლოს  იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურებით, შემდეგი ვებ-გვერდის მეშვეობით: 
 
https://sda.gov.ge/?page_id=4118