საქართველოს მთავრობამ ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N 1268 განკარგულებით დამტკიცდა „ერთი მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა“.

არსებული დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩართული იყო საქართველოს ყველა შესაბამისი უწყება და იგი მოიცავს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, როგორც ევროკავშირთან საკანონმდებლო აპროქსიმაციის, ასევე ინსტიტუციური დაახლოების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ადამიანური რესურსების გაძლიერებისა თვალსაზრისით წლის განმავლობაში დაგეგმილ მნიშვნელოვან აქტივობებს. გეგმაში გაწერილი აქტივობები პასუხობენ ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და ვადებს, რომლებიც კონკრეტული ევრო-დირექტივებითა და რეგულაციებითაა განსაზღვრული.

არსებული გეგმა  შემუშავებულია ელექტრონული მონიტორინგის სიტემის მეშვეობით და  მომზადდა ახალი სტანდარტით, კერძოდ გათვალისწინებულ იქნა ევროკავშირის კარგი მმართველობის პროგრამა  SIGMA-ს ექსპერტების რეკომენდაციები. ასევე, აღნიშნულ დოკუმენტში გათვალისწინებულია არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები, რომლებთანაც ყველა ეტაპზე ხორციელდებოდა კონსულტაციები.

ერთი მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა