საქართველოს მთავრობასა და სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის გაფორმდა შეთანხმებები „ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“

15.07.2019 აშშ- ქ. ნიუ-იორკში, საქართველოს მთავრობასა და სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის გაფორმდა შეთანხმებებიორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებდადიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“.

შეთანხმებებს ხელი გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ბატონმა კახა იმნაძემ და გაეროსთან სენტ-კიტსისა და ნევისის მუდმივმა წარმომადგენელმა ბატონმა სემ ტრევის კონდორმა მოაწერეს.

შეთანხმებები ძალაში შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ შევა.