საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი SDG Lab-ის დირექტორს შეხვდა

20.03.2019 ჟენევა - ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ლაბორატორიის (SDG Lab) დირექტორთან, ნადია ისლერთან. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ორმხრივი  თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა.
 
ვიქტორ დოლიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაცია საქართველოს მთავრობის რეფორმების განუყოფელი ნაწილია და პირდაპირ პრემიერ მინისტრის აპარატის დაქვემდებარების ქვეშაა. ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და მზად ინვესტიციებზე და თბილისში არსებულ ტექნო პარკზე, როგორც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პროექტზე. აღნიშნულმა, SDG Lab-ის დირექტორის დიდი ინტერესი გამოიწვია.
 
თავის მხრივ, ნადია ისლერმა გააცნო საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ლაბორატორიის საქმიანობა და სამომავლო გეგმები. მან აღნიშნა, რომ  SDG Lab  18 თვის წინ დაფუძნდა და ჟენევაში გაეროს გენერალურ დირექტორის, მიკაელ მიოლერის დაქვემდებარების ქვეშაა.  მისი  მთავარი მიზანია სხვადასხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა, ასევე ჟენევაში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ცალკეულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და სხვადსხვა საკითხებზე კომპლექსური მუშაობა.
 
საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების კუთხით გაწეული საქმიანობის შესახებ მეტის შეტყობის მიზნით, ვიქტორ დოლიძემ SDG Lab-ის დირექტორი მიიწვია გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის რეგიონულ ფორუმზე „The Growth we want” რომელიც ა.წ. 21-22 მარტს გაიმართება, და რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას.