საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ მონაწილეობა მიიღო ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში გამართულ ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

4.03.2019 ქ. ჟენევა- ჟენევაში გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ მონაწილეობა მიიღო ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში გამართულ ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
 
საზეიმო საღამოზე, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებმა ეროვნული კერძები და სამოსი წარმოადგინეს. ქართულმა კუთხემ, რომელიც დამსწრე საზოგადოებას ღვინითა და ეროვნული კერძებით გაუმასპინძლდა, დიდი მოწონება დაიმსახურა.
 
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა საბჭოს ორგანიზებით, ეროვნული სამოსის დღე ყოველწლიურად აღინიშნება და მასში საქართველო სისტემატიურად იღებს მონაწილეობას.