საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში კანადაში საქართველოს საელჩომ ღონისძიებები გამართა

27.03.2018 . ოტავა - საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში, კანადაში საქართველოს საელჩომ ოტავას ისტორიულრიდო კლუბშიგამართა პრეზენტაცია, რომლის დროსაც საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ ისაუბრა იმ ისტორიულ წინაპირობებზე, რაც უსწრებდა 1918 წელს დამოუკიდებლობის აღდგენას და გამოწვევებზე, რომლებთანაც ახალგაზრდა რესპუბლიკას მოუწია გამკლავება.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ ასევე გამართა ლექცია-პრეზენტაცია „საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის 100 წელი“ კანადის კარლტონის უნივერსიტეტში. ლექციის დროს,რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ელჩმა ისაუბრა საქართველოს ისტორიაზე, რუსეთ-საქართველოს დღევანდელ ურთიერთობებზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. ლექციის შემდეგ ელჩმა უპასუხა დამსწრეთა კითხვებს, რომლებიც ეხებოდა უკრაინა-საქართველოს ურთიერობებს, რუსეთის პროპაგანდას, აღმოსავლეთ პარტნიორობას და ევროკავშირთან ვაჭრობას. შეხვედრის ბოლოს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საქართველოს საელჩო გაუმასპინძლდა ქართული ღვინით.