საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის 2018 წლის 31 ოქტომბრის #408 ბრძანებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილი

ალექსანდრე ხვთისიაშვილი გახლავთ კარიერული დიპლომატი. მინისტრის მოადგილედ წარდგენამდე, 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს  საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტს.
 
მას აქვს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება -  2011-2014 წლებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი იყო, ხოლო  2010-2011 წლებში – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი.
 
ალექსანდრე ხვთისიაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დროს იყო ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ევროკავშირის პოლიტიკის ანალიზისა და პროგრამების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციების სამმართველოს მრჩეველი.
 
ალექსანდრე ხვთისიაშვილს 2017 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. მინისტრის მოადგილის რანგში ის მოვალეობის შესრულებას 2018 წლის 1 ნოემბრიდან შეუდგება.