საქართველოს საელჩო ბრაზილიის კულტურულ და დიპლომატიურ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა

 
10.04.2019 ბრაზილია-ქ. ბრაზილიაში, კულტურის, მეწარმეობისა და კომუნიკაციის ეროვნული სააგენტოს - #ANCEC ორგანიზებით გამართა დაჯილდოების ცერემონია, რომლის ფარგლებშიც საქართველო  - ბრაზილიის კულტურულ და დიპლომატიურ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს საელჩოს გადაეცა ჯილდო სახელწოდებით „Cruz da Referência Nacional“.
 
ორგანიზაცია ANCEC არის სან პაულოს სალიტერატურო და სახელოვნებო აკადემიების ფედერაციის (#FALASP) წევრი და ბრაზილიის მასშტაბით წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს სააგენტოს, რომელიც ორიენტირებულია შემოქმედებითი და კულტურის სფეროს, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა საქმიანობის აღიარებაზე.
 
აღნიშნულ ჯილდოს ფლობენ ისეთი  ბრაზილიელი მოღვაწეები, როგორებიც არიან ჟილბერტო ჟილი, ფერნანდა აბრეუ, ელზა სუარესი, დედე სანტანა და სხვა, ასევე ბრაზილიაში აკრედიტებული რამოდენიმე დიპლომატიური მისია.