საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა

3.07.2019 ბაქო - აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ინიციატივით მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ტურიზმის სფეროში.
 
შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა ადგილობრივ ტურ-ოპერატორებს მიაწოდა უახლესი ინფორმაცია საქართველოს მზარდ ტურისტული პოტენციალზე. ყურადღება გამახვილდა ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ახალ პროექტებზე, რაც საქართველოში ტურისტების მოზიდვას გულისხმობს. ელჩმა განაცხადა, რომ საქართველო, მსოფლიო მასშტაბით, აღიარებულია ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად, რაც კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს უხსნის სახელმწიფოს უმასპინძლოს მზარდ ტურისტულ ნაკადს წელიწადის ოთხივე სეზონზე.
 
შეხვედრაზე ელჩმა ყურადღება ასევე გაამახვილა ქართველი და აზერბაიჯანელი ტურ-ოპერატორების კოორდინირებულ მუშაობაზე, ერთობლივი ტურ-პაკეტების შემუშავებაზე, ლოჯისტიკურ საკითხებზე მესამე ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვის მიზნით. მრგვალი მაგიდის ფორმატი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილობრივ ტურ-ოპერატორებს მიეწოდათ სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოს ტურიზმის სფეროში არსებული ვითარების შესახებ.