საქართველოს საელჩომ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქ. ნიქოზიაში საზეიმო მიღება გამართა

5.06.2019 კვიპროსი- კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქ. ნიქოზიაში საზეიმო მიღება გამართა.

 
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და სამუშაოთა მინისტრმა ვასილიკი ანასტასიადუმ.
გამოსვლის დასაწყისში, რევაზ ლომინაძემ ისაუბრა საქართველოში პარლამენტარიზმის ისტორიაზე, რომელსაც წელს 100 წელი შეუსრულდა.
მან ხაზი გაუსვა 1919 წელს დემოკრატიულად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს მნიშვნელობას, რაც იმ ეპოქის თავისუფალ მსოფლიოში უნიკალურ მოვლენას წარმოადგენდა.
 
რევაზ ლომინაძემ ასევე ისაუბრა თანამედროვე საქართველოს წარმატებებზე და გამოწვევებზე. მან ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებზე, ევროპისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის არსებობის 10 წლიან პერიოდში მიღწეულ წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე.
 
ელჩმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებაზე და ხაზი გაუსვა ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენის საქმეში საერთაშორისო საზოგადოების კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას.
 
რევაზ ლომინაძემ მადლიერება გამოხატა კვიპროსის რესპუბლიკის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის გამო.
 
ელჩმა ასევე  საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მ/წელს საქართველოში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის ვიზიტის მნიშვნელობას, რაც ქვეყნებს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიაში პირველად გაიმართა.
 
გამოსვლის ბოლოს, ელჩმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მოკლე ვიდეოჩანაწერი, რომელიც გადაღებულ იქნა 26 მაისს ღალიას მონასტერში. ვიდეოში კვიპროსში მცხოვრები ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები, ქართული საკვირაო სკოლის ათეულობით მოსწავლე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ქართულ ჰიმნს ასრულებს.
  
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველ ვიდეორგოლებს.
  
მიღებას ესწრებოდნენ კვიპროსის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორის, არასამთავრობო სექტორის, ეკლესიის, მედიის, ბიზნესის, აკადემიური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები.
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '22306')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.