საქართველოს საელჩომ დანიაში 9 აპრილის 30 წლისთავის აღსანიშნავად ფოტო-გამოფენას უმასპინძლა

10.04.2019 დანია-საქართველოს საელჩომ დანიაში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების 30 წლისთავის აღსანიშნავად ფოტო-გამოფენას უმასპინძლა. ღონისძიება სიტყვით გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა 1989 წლის 9 აპრილის მნიშვნელობას საქართველოს უახლოეს ისტორიაში. მან ისაუბრა უიარაღო ახალგაზრდების მიმართ განხორციელებულ სისასტიკეზე და აღნიშნული მოვლენების მნიშვნელობაზე.
 
გამოფენის ფარგლებში ასევე ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ვიდეო მასალა, რამაც დამსწრე, დიპლომატიური წრეებისა და დანიური საზოგადოების წარმომადგენლებს მოვლენების რეალურად აღქმის საშუალება მისცა, ხოლო ქართულ დიასპორას კიდევ ერთხელ შეახსენა უახლესი წარსულის მტკივნეული მოვლენები.