საქართველოს საელჩომ კანადაში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გამართა

30.05.2019 კანადა - საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, ოტავას მერიის წინ საზეიმოდ აღიმართა საქართველოს დროშა. შეკრებილ ქართველ ემიგრანტებს საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ და ოტავას მერმა მიმართეს.

ელჩმა ოტავაში უმასპინძლა საზეიმო მიღებას, რომელსაც კანადის მთავრობის წევრები, პარლამენტარები, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ანალიტიკური ცენტრების ექსპერტები, საზოგადო მოღვაწეები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და კანადაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები დაესწრნენ.