საქართველოს საელჩომ ნიდერლანდებში საბავშვო ლიტერატურულ შეხვედრას უმასპინძლა

13.05.2018 ქ.ჰააგა- საქართველოს საელჩომ, შვეიცარიაში მცხოვრებ ქართველ პოეტთან სოფო ფოცხვერაშვილთან საბავშვო ლიტერატურულ შეხვედრას უმასპინძლა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ . საელჩოს მიერ ორგანიზებულ პოეზიის საღამოში მონაწილეობისთვის ელჩმა სოფო ფოცხვერაშვილს მადლობის სიგელი გადასცა და წარმატება უსურვა შემოქმედებით საქმიანობაში.

ლიტერატურული საღამოს ფარგლებში სოფო ფოცხვერაშვილმა ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებს ქართული პოეზიის შესახებ ესაუბრა, გააცნო საკუთარი შემოქმედება და სამახსოვროდ საბავშვო ლექსების კრებული „დედამიწა რაზე დგას“ გადასცა.