საქართველოს საელჩომ ვაშინგტონის კვლევითი ცენტრის ახალგაზრდა ექსპერტებს უმასპინძლა

16.02.2018 ქ.ვაშინგტონი - საქართველოს საელჩომ  ვაშინგტონში მდებარე კვლევითი ცენტრის Center on Global Interests (GGI) ახალგაზრდა ექსპერტებს უმასპინძლა.

 საქართველოს ელჩმა აშშ-ში,დავით ბაქრაძემ სტუმრებთან აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესეზე და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკთხებზე დისკუსიის ფორმატში ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები.

CGI ახალგაზრდა ექსპერტების პროგრამა ევრაზიის განხრით მომუშავე პროფესიონალებს აერთიანებს და ევრაზიაში აქტუალური საკითხების განსახილველად შეხვედრებს ყოველთვიურად აწყობს.