საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ლონდონში ლევან ლაღიძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო


3.12.2018 დიდი ბრიტანეთი-ლონდონში საქართველოს საელჩოსა და გალერეა ‘Katrine Levin Galleries’ ერთობლივი ორგანიზებით, ღონისძიება  სახელწოდებით - „საუბარი ავტორთან - ლევან ლაღიძე“ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართველი მხატვრის ნამუშევრები.

ცნობილი ქართველი მხატვარი ლევან ლაღიძე ბრიტანულ საზოგადოებას გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა წარუდგინა.

ღონისძიებას ბრიტანეთის კულტურის წრეებისა და ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან  ლაღიძის ნამუშევრები სერიიდან ‘ბახის გაკვეთილები’, ლონდონის ‘La Galleria Pall Mall’ 8 დეკემბრის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.