საქართველოს საელჩოს ორგანიზებით დიდ ბრიტანეთში წიგნის „ექსპერიმენტი: საქართველოს დავიწყებული რევოლუცია, 1918-1921“ პრეზენტაცია გაიმართა


 
5.03.2018 ქ. ლონდონი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და პირველი რესპუბლიკის ასი წლისთავის აღსანიშნავად ლონდონში საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში მწერალ ერიკ ლის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და დამსწრე საზოგადოებას მწერალი ერიკ ლი  წარუდგინა.საღმოს ფარგლებში,მწერალმა წიგნის შესახებ ისაუბრა და სტუმრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ერიკ ლი 30 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის საარქივო მასალებზე და მისი წიგნი „ექსპერიმენტი: საქართველოს დავიწყებული რევოლუცია, 1918-1921“ დიდ ბრიტანეთში 2017 წელს გამოიცა.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოს საელჩოსა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის პარტიათა შორისი მეგობრობის ჯგუფის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.