საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ესტონეთში პროექტი „ვასურათებთ ქართულ ზღაპრებს“ განხორციელდა

15.10.2019 ესტონეთი  - ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პარტნიორობით, ესტონეთში წარმოდგენილი ქართული დიასპორის ბავშვებისათვის პროექტი „ვასურათებთ ქართულ ზღაპრებს“ განხორციელდა.

პროექტი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის ფარგლებში გაიმართა და მის ძირითად მიზანს კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და დაცვის საკითხებით ახალგაზრდა თაობების დაინტერესება და მათი ჩართულობა წარმოადგენს.
 
ღონისძიება გახსნა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, თამარ მიქაბერიძემ და ისაუბრა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და მისი დაცვის მნიშვნელობის შესახებ ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლების დატვირთვაზე.