საქართველოს საელჩოში ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან საჯარო ლექცია გაიმართა

22.01.2018 დიდი ბრიტანეთი - დიდი ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში ბრიტანეთში ქართველ სტუდენტებთან საჯარო ლექცია გაიმართა.

სტუდენტებს სიტყვით მიმართეს დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტით მყოფმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მიმდინარე განათლების სექტორის რეფორმაზე, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის გამოწვევებზე და ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე.

საჯარო ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.