საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოფიციალური ვიზიტით ჩიკაგოს ეწვია

15.05.2018 -საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე ოფიციალური ვიზიტით ჩიკაგოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი სიტყვით წარსდგა საერთაშორისო კვლევების ჩიკაგოს საბჭოში. დავით ბაქრაძემ ისაუბრა  საქართველოს ევროპულ არჩევანზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებსა და ადამიანის უფლებების შესახებ. ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-საქართველოს შორის გამორჩეულად წარმატებულ პარტნიორობა.
 
ვიზიტის ფარლებში, დავით ბაქრაძემ ასევე გამართა შეხვედრა ჩიკაგოს სამეცნიერო წრეების და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. საქართველოს ელჩმა დამსწრე საზოგადოებას  მიწოდა ინფორმაცია ქვეყანაში გატარებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ და წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს პოტენციალის შესახებ.

დავით ბაქრაძე ასევე შეხვდა ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.