საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შეხვედრა მოლდოვას რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრთან

07.02.2018 ქ. კიშინეუ - მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მერაბ ანთაძე  მოლდოვას რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს ალექსანდრუ ტანასეს შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროებს შორის და  ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე და ამ კუთხით გასატარებელ ქმედებებზე.
 
მოლდოვას რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს წარმატებას რეფორმების და მათ შორის სამართლებრივი რეფორმების გატარების კუთხით და აღნიშნა რომ საქართველო სამაგალითოა რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. მოლდოვურმა მხარემ ასევე  გამოთქვა ინტერესი გაიზიაროს ქართული მხარის გამოცდილება ამ მიმართულებით.
 
საქართველოს ელჩმა ალექსანდრუ ტანასეს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და  იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის სახელით საქართველოში მოიწვია.