საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა სეიშელის პრეზიდენტს

10.04.2019 სეიშელის რესპუბლიკა-საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სეიშელის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. ადის-აბება) ზურაბ დვალიშვილმა რწმუნებათა სიგელი გადასცა ქვეყნის პრეზიდენტს დენი ფორს.
 
რწმუნებათა სიგელის გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა ხანმოკლე შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს  საქართველოსა და სეიშელის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მნიშვნელობა. ასევე, ყურადღება გამახვილდა  სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობაზე, რაც ხელს შეუწყობს ხალხთა შორისი კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებას.
 
დენი ფორმა მიულოცა საქართველოს ელჩს მისიის დაწყება და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.
 
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩი შეხვედრას გამართავს  სეიშელის საზღვაო საქმეთა სამინისტროში და ეროვნულ ასამბლეაში (პარლამენტში).