საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არასამთავრობო ორგანიზაციის „The Heritage Foundation“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორს, ლიუკ კოფის შეხვდა

17.06.2019 თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა არასამთავრობო ორგანიზაციის „The Heritage Foundation“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორთან, ლიუკ კოფისთან.
 
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ხაზი გაესვა აშშ-ის მხარდაჭერისა და ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, ასევე, ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით თანამშრომლობის  პოზიტიურ დინამიკასა და ამ პროცესის  გაძლიერების პერსპექტივებზე. დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განხორციელებულ ვიზიტს აშშ-ში. 
 
შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს და პრაქტიკული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას.
 
დავით ზალკალიანმა ამერიკელ ექსპერტს, ასევე, ინფორმაცია გაუზიარა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.   შეხვედრის ბოლოს ხაზი გაესვა აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტთა წრეების ჩართულობის მნიშვნელობას აშშ-საქართველოს შორის არსებული დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებში.