საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში დევიდ ჰეილის

20.09.2018 აშშ - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,  ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან პოლიტიკურ საკითხებში დევიდ ჰეილისთან. 

 შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ყველა ძირითად მიმართულებას. ასევე საუბარი შეეხო  რეგიონში არსებულ გამოწვევებს. ხაზი გაესვა მათზე ეფექტიანი რეაგირების კუთხით სტრატეგიული პარტნიორების მუდმივი კოორდინაციის მნიშვნელობას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ  საქართველო წარმოადგენს აშშ-ს მნიშვნელოვან სტარტეგიულ პარტნიორს  და საქართველოს დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი განვითარება სამაგალითოა რეგიონისთვის.
 
კიდევ ერთელ დაფიქსირდა აშშ-ს მტკიცე მხრდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის  და კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. აშშ-ს მხრიდან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს საკითხი მუდმივად დგას ამერიკის, როგორც მრავალმხრივი დიპლომატიის დღის წესრიგში, ისე რუსეთის ფედერაციასთან  ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში.  
 
საუბარი შეეხო სტარტეგიულ პარტნიორთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობას, ასევე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართონ ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
 
აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და აფასებს საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.