საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ირანის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

2.03.2017 თბილისი - ​საქართველოში ირანის ახლადდანიშნულმა ელჩმა სეიდ ჯავად ყავამშაჰიდმა  რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს  მიხეილ ჯანელიძეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხები და მიმდინარე წლის განმავლობაში  თანამშრომლობის განვითარების გეგმები.

ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში. გამოითქვა იმედი, რომ სეიდ ჯავად ყავამშაჰიდის საქართველოში მოღვაწეობა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობის უფრო აქტიურ ფაზაში გადაყვანას.