საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოლდოვას ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 9-10 ივლისს მოლდოვას რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, სადაც გამართავს ორმხრივ შეხვედრებს მოლდოვას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუგლების წარმომადგენლებთან, ასევე მონაწილეობას მიიღბს . კიშინეუში დაგეგმილიაღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეცხრე შეხვედრში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრას გამართავს მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრთან ანდრეი გალბურთან. შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერება საქართველოსა და მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით გამოცემულ საფოსტო მარკებს, რის შემდგომ გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია. მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან პაველ ფილიპთან და პარლამენტის პრეზიდენტთან ანდრიან კანდუსთან

.კიშინეუში მიმდინარე წლის 10 ივლისს დაგეგმილიაღმოსავლეთ პარტნიორობისარაფორმალური დიალოგის შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობენ  საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე  ილია ელოშვილი. ევროკავშირის მხარიდან  - ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანი; ესტონეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კადრი სიმსონი; საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ჟან-კრისტოფ ბელიარდი. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე, „აღმოსავლეთ პარტნიორობისდანარჩენი ხუთი ქვეყნის შესაბამისი უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ყურადღება გამახილდება 2017 წლის 24 ნოემბერს . ბრიუსელში დაგეგმილ  „აღმოსავლეთ პარტნიორობისსამიტის მოსამზადებელ პროცესზე.

​