საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა

10.04.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე 2017 წლის 11 აპრილს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.  

საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სომხეთის პრეზიდენტთან სერჟ სარქისიანთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან კარენ კარაპეტიანთან და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედვარდ ნალბანდიანთან.

სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ იგეგმება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია.