საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება

13.02.2017 აზერბაიჯანი, ბაქო - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 2016 წლის 12-13 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბილკას ეწვია, სადაც შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, პრემიერ-მინისტრთან არტურ რასი-ზადესთან, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან ოქთაი ასადოვთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამედიაროვთან, რის შემდეგაც გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.  

აზერბაიჯანში გამართულ შეხვედრებზე მხარეები მიმოიხილავენ ორმხრივი ურთიერთობებისა  და  რეგიონალური თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. ​