საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთის ევროპულ საკითხთა სახელმწიფო მდივანს შეხვდა

17.05.2019 ჰელსინკი  - ქ. ჰელსინკში ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და  საფრანგეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანთან ევროპულ საქმეთა საკითხებში ამელი დე მონშალენთან.
 
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები, კმაყოფილება გამოითქვა ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის გამო, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.
 
მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოში საფრანგეთის და შემდგომ საქართველოს მომავალ თავმჯდომარეობაზე.
 
საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, საქართველოს წარმატებას ამ გზაზე. ​