საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვედ კოლეგას შეხვდა

6.11.2019 შვედეთი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შვედეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა შვედ კოლეგასთან  ენ ლინდესთან.
 
მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგი.
 
კმაყოფილებით აღინიშნა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი შვედეთში და მისი მონაწილეობა აღმოსვალეთ პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებულ მინისტერიალში.
 
შვედურმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ აღმოსვალეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს და ხელშესახებ შედეგებს და გამოთქვა მზადყოფნა მომავალში აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზნებს.
 
მინისტრებმა მიმოიხილეს აღმოსვალეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებელი საკითხები. ქართულმა მხარემ შვედეთს გააცნო საკუთარი ხედვა პარტნიორობის 2020 შემდგომი მიზნების შესახებ, რაც ითვალისწინებს წვერი ქვეყნებისთვის სურვილის და მისწრაფებებს შესაბამისად ევროკავშირთან ინტეგრაციის დამატებითი შესაძლებლობების გახანას, როგორც ეკონომიკის, ასევე განათლების, კავშირების და სხვა მიმართულებით.
 
დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა შვედეთს აღმოსავლეთ პარტნიორობის იდეის ინიცირებისთვის და ხაზი გაუსვა ამ ფორმატის შემდგომ წარმატებაში შვედეთის განსაკუთრებულ როლს.
 
მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება, საქართველო-რუსეთის კონფლქიტის მშვიდობიანი დარეგულირების შესაძლებლობები და ადგილზე შექმნილი რთული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს გათვალსიწინებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ საკითხის მიმართ აქტიურობის და როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნების აუცილებლობა.
 
დავით ზალკალიანი შვედეთს 2019 წლის 3-5 ნომებერს ეწვია. მინისტრმა  მონაწილეობა მიიღო აღმოსვალეთ პარტნირობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ მინისტერიალში, ასევე შევხვედრები გამართა შვედეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან.