საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვედ კოლეგას შეხვდა

12.04.2017 -„ვიშეგრადის ოთხეულისადააღმოსავლეთ პარტნიორობისქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა შვედ კოლეგასთან მარგო ვოლსტრომთან.


შეხვედრისას მინისტრებმა მიმოიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტი, რომელიც დაგეგმილია 2017 წლის ნოემბერში. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგას გააცნო ქართული მხარის მოლოდინები და პრიორიტეტები სამიტთან დაკავშირებით.
 
მარგო ვოლსტრომმა მიხეილ ჯანელიძეს კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება. შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებული რეფორმები.
 
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. მიხეილ ჯანელიძემ შვედ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაზე.
 
მარგო ვოლსტრომმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
 
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი.

ამ მხრივ მინისტრების მხრიდან ხაზი გაესვა ევროკავშირის სივრცეში პირდაპირი ფრენების მაღალ სიხშირეს. 
 

მიხეილ ჯანელიძემ კოლეგას გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის 4 პუნქტიანი გეგმა და ასევე მთავრობის პრიორიტეტები, რაც ითვალისწინებს მათ შორის ტურიზმის სფეროს ინფრასტრუქტურის განვითარებას. 

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირთან მიმართებაში თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტებზე, მათ შორის ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების სრულად იმპლემენტაციის მნიშვნელობას. 

მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხების შედეგად მიღებულ სარგებელზე , რომლის ამოქმედების შედეგად ევროკავშირი საქართველოს ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა. მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა მომავალშიც ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. 

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველო კოლეგა ოფიციალური ვიზიტით შვედეთში მიიწვია.