საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა

 
23.10.2019 ქ. თბილისი-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში,  შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ტიგრან ავინიანნთან.  დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სომხეთის მხარეს, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მაღალი დონის მონაწილეობისთვის, მხარეებმა პოზიტიური შეფასება მისცეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკას. კიდევ ერთხელ დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს სომხეთის რესპუბლიკაში, რაც მხარეების შეფასებით დამატებით მუხტს შესძენს საქართველო-სომხეთის ურთიერთობებს მრავალი მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს  საქართველოსა და სომხეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში  არსებული თანამშრომლობის საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ტურიზმის  სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული  ურთიერთობების განმტკიცებისთვის.