საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

1.03.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ერევანი) იოგეშვარ სანგვანს  შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების დადებით დინამიკას, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, ინვესტიციების, კულტურის და განათლების სფეროებში.

ინდოეთის ელჩმა მიმოიხილა ჯამმუ და ქაშმირიში (Jammu and Kashmir) ამჟამად მიმდინარე მოვლენები, კერძოდ  გააცნო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ინდოეთსა და პაკისტანს შორის გამწვავებული სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზები და ქრონოლოგია.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ელჩს ინფორმაციისთვის და აღნიშნა, რომ მიაწვდის ინდოეთის მხარის პოზიციას საგარეო საქმეთა მინისტრს და ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.