საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

12.04.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული თანამშრომლობისა და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე. 
 
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება კიდევ უფრო საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ვერ ხერხდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შეღწევა.
 
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.