საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაცია მიიღო

20.02.2017 თბილისი - ​2017 წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის სამოქალაქო კრიზისების პრევენციის, კონფლიქტების ანალიზისა და ერთობლივი მოქმედებების ქვეკომიტეტის პარტიათაშორის  დელეგაციას, ამავე ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, დეპუტატის ფრანცისკა ბრანტნერის (Dr. Franziska Brantner) ხელმძღვანელობით.  

მინისტრის მოადგილემ გერმანიის დელეგაციას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული  თვალსაზრისით არსებული ვითარების, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის ისევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებული თანამშრომლობის შესახებ.

გერმანიის ბუნდესტაგის სამოქალაქო კრიზისების პრევენციის, კონფლიქტების ანალიზისა და ერთობლივი მოქმედებების ქვეკომიტეტის დელეგაცია 2017 წლის 19-დან 22 თებერვლის ჩათვლით სტუმრობს თბილისს და შეხვედრებს მართავს საქართველოს აღმასრულებელი უწყებების წარმომადგენლებთან.