საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკვადორში შეხვედრებს მართავს

8.04.2019 ეკვადორი- საქართველოსა და ეკვადორის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინსტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციებს მეორე რაუნდის ფარლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი 2019 წლის 8-9 აპრილს  ქ. კიტოს ეწვია. 
ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ მახარობლიშვილი ორმხრივ შეხედრებს მართავს ეკვადორის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან. 
 
ეკვადორში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი ეკვადორის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მარია ესტერ კუესტას შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები.
 
ამასთან, მინისტრის მოადგილემ კომოტეტის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ.
 
მინისტრის მოადგილე ვიზიტის ფარგლებში  ასევე  შეხვდა ეკვადორის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს სტრატეგიული კოორდინაციების სამსახურის უფროსს, მინისტრის მრჩეველს ფილიპ ბუფლეს,  სადაც მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ეკვადორს შორის სავაჭრო-ეკონომიკირი ურთიერთობის საკითხები.