საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა

6.04.2017, თბილისი - 2017 წლის 6 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი შეხვდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორს ალანა არმიტაჟს.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში და მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მათ შორის, ჯანდაცვის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებებით. შეხვედრის დასასრულს, ქართულმა მხარემ გაერო-ს მოსახლეობის ფონდთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოხატა.